ინდონეზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ისლამური ორგანიზაციის, Nahdlatul Ulama-ს აღმოსავლეთ ფილიალმა გამოსცა დასკვნა, რომლის თანახმადაც, კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალული უნდა იყოს.
გასული წლის განმავლობაში ინდონეზიაში კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამ თვის დასაწყისში, Coinformant-ი იტყობინება, რომ ინდონეზიამ 2021 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის შესახებ დაწერილი სტატიების ავტორების, მასიური 1,772%-იანი ზრდა დააფიქსირა.
ინდონეზიის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 6.5 მილიონი კრიპტო ინვესტორი ოპერირებდა, რამაც ინდონეზიის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული 5,7 მილიონი საცალო ინვესტორი “დაჩრდილა”.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველმა, პერი ვარჯიომ ზედამხედველების მობილიზება ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო, რათა ფინანსურ ინსტიტუტებს კრიპტოვალუტით გადახდის ოპერაციები შეეჩერებინათ.
მაშინ ცენტრალური ბანკის დირექტორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კრიპტოვალუტა ლეგიტიმური გადახდის ინსტრუმენტი არ იყო.
ონლაინ შეხვედრის დროს, პერი ვარჯიომ არაერთხელ გაიმეორა, რომ ადგილობრივ ფინანსურ კომპანიებს კრიპტოვალუტის გამოყენება გადახდების განსახორციელებლად ან სხვა ფინანსურ მომსახურეობის მისაღებად ეკრძალებოდათ.