ინოვაცია: მაინიგით კრიპტოვალუტის გამომუშავება ველოსიპედის მართვისას

0
2549

ბრიტანეთის ველოსიპედების მწარმოებელმა კომპანიამ დაადასტურა, რომ მსოფლიოში ისეთი პირველი ელექტრონული ველოსიპედი შეიქმნება, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

“50 ველოსიპედი” არის ელექტრონული ველოსიპედის კომპანია, რომელმაც მომხმარებელს მაინინგის არასტანდარტული სერვისი შესთავაზა. Toba არის ახალი მაინგ-ველოსიპედების სერია, რომელიც გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, კრიპტოვალუტა Loyalcoin-ს გამოიმუშავებს.

“ეს არ არის მხოლოდ პირველი ელექტრო ველოსიპედი, მაგრამ ეს იქნება პირველი პროდუქტი, რომელიც გამოიმუშავებს სარგებელს”, – განუცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ სნეითმა Cycling Industry News-ს.

სკოტ სნეითმა იქვე დაამატა: “ჩვენ ყოველთვის ვიყავით კომპანია, რომელიც თანამედროვე ცხოვრებასა და ტექნოლოგიებს ფეხს უწყობდა”.

“15 წლის წინ ტოკიოში ელექტრო ველოსიპედების პოტენციალი ვნახეთ. ახლა კი, ვხედავთ მომავალს Blockchain ტექნოლოგიაში, კრიპტოვალუტასა და პროდუქტის ტოკენიზაციაში”,- აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ელ-ველოსიპედით სარგებლობისას, ველოსიპედისტები გამოიმუშავებენ LoyalCoins-ს, რომლის ექვივალენტი ფუნტი სტერლინგში იქნება. ყოველ 1 კილომეტრზე ველოსიპედი 20 სტერლინგს, დაახლოებით, 26.5 დოლარს გამოიმუშავებს.

უნდა აღნიშნოს, რომ გარდა გამომუშავებისა, კომპანია კრიპტოვალუტას გადახდის საშუალებად აღიარებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი