ახალ ზელანდიაში შრომის ანაზღაურება ბიტკოინით გახდება შესაძლებელი

0
1808

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ზელანდიის მთავრობა მზად არის მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყანაში ხელფასების ციფრული ვალუტით გაცემის შესახებ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ინოვაციასთან ერთად მთავრობამ გარკვეული შეზღუდვებიც დააწესა. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დასაქმებულს შრომის ანაზღაურებისთვის ბიტკოინით გადაუხდის, კრიპტოვალუტის გადაცვლა სხვა ტრადიციულ ვალუტაში მარტივად უნდა მოხდეს.

ახალი ზელანდიის საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელფასები ბიტკოინით გაიცემა. ბიტკოინი ყველაზე მსხვილი ვალუტაა, რომლის ყიდვაც დოლარით და ახალი ზელანდიის სახელმწიფო ვალუტით შეიძლება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრძანება პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ქვეყანა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ დადებითად არის განწყობილი. ჯერ კიდევ 2018 წელს ახალი ზელანდიის სახელმწიფო ინოვაციების ინსტიტუტმა 330.000 დოლარის გრანტი ადგილობრივ კრიპტო საფულისა და სავაჭრო სერვისის განსავითარებლად გამოჰყო.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინოვაციების ინსტიტუტის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარისას აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ათეულობით მსგავსი გრანტის გაცემა იგეგმებოდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ხელფასები ციფრული ვალუტით გაიცემა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი