ეთერიუმის კურსი შესაძლოა, 1.000 დოლარზე დაფიქსირდეს

0
2078

ეთერიუმის ფასი შესაძლოა, 1.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდეს. ეს განცხადება Twitter-ზე ციფრული ვალუტის გლობალურმა საზოგადოებამ გააკეთა.

An Altcoin Trader-ის წიგნის ავტორის, ნიკ პატელის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ ეთერიუმის კურსი 1.000 დოლარზე დაბრუნდება.

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ეთერიუმი ყველაზე მსხვილი ალტკოინია. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი წილი გლობალურ ბაზარზე ბიტკოინზე ნაკლებია.

ეთერიუმის ისტორიული მაქსიმუმი 1.400 დოლარია. ამ ეტაპზე კი კრიპტოვალუტის ფასი 210 დოლარს შეადგენს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 34% ფიქრობს, რომ ეთერიუმის ფასი ოთხნიშნა ნიშნულს ვერ მიაღწევს.

ეთერიუმის კურსთან დაკავშირებით ანალიტიკოსების აზრი ორად არის გაყოფილი. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კურსი მკვეთრად გაუმჯობესდება, ხოლო მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ალტკოინის ფასი არც ძველ და არც ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე არ დაფიქსირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ანალიტიკოსმა ტომ ლიმ განაცხადა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის ეთერიუმის ფასი 1.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებდა.

ანალიტიკოსის ეს პროგნოზი არ გამართლდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კრიპტოვალუტების გაუმჯობესებული მონაცემების მიხედვით, სრულიად შესაძლებელია ალტკოინის კურსმა 1.000 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი