კვლევის თანახმად, ჩინეთში Blockchain-ის პროექტების ხანგრძლივობა 15 თვეს შეადგენს

0
2424

ჩინეთის მთავრობის მიერ დაკვეთილი კვლევით დადგინდა, რომ Blockchain-ის პროექტების სიცოცხლისუნარიანობა არცთუ დიდხნიანია და სულ რაღაც, 15 თვეს შეადგეს.

ჩინეთის აკადემიის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგის ცენტრმა განაცხადა, რომ დაწყებული Blockchain პროექტების მხოლოდ 8% განაგრძობს დღემდე არსებობას.

ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგის ცენტრი არის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ჩინეთის მთავრობის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ცენტრის კვლევაში წერია, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული პროექტები სწრაფად ხორციელდება, თუმცაღა მალევე “იღუპება”.

“ამ გარემოების გამო, გლობალურ დონეზე მთავრობები ერთობლივი ძალებით უნდა ცდილობდნენ ისეთი სტადარტის შექმნასა და ჩამოყალიბებას, რომ Blockchain-ზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტს განვითარების საშუალება მიეცეს”,- აცხადებენ ცენტრში.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი აქტიურად მონაწილეობს Blockchain-ის განვითარებაში. აღნიშნული კვლევითი დაწესებულება ჰანგზუს Blockchain-ის ინდუსტრიული პარკის ფარგლებში დაარსდა.

“ჩვენ შევქმენით ჩინეთში შემოწმებული Blockchain-ის სისტემა და 200-მდე კერძო საწარმომ გამოთქვა სურვილი, შეუერთდეს Blockchain-ს”,- აღნიშნავენ კვლევით ცენტრში. ცენტრში მიაჩნიათ, რომ თანამშრობლობა მოგებიანი იქნება, როგორც Blockchain ტექნოლოგიისთვის ისე, სამრეწველო ინდუსტრიისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი