რუსეთში კრიპტოვალუტის საკითხს კვლავ განიხილავენ

0
1240

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ რუსეთის მთავარი კანონპროექტის ახალი ვერსია არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის კოდექსებს.

ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ფლობა და გამოყენება შესაძლოა, კრიმინალურ ან არალეგალურ საქმიანობად არ იყოს მიჩნეული.

რუსეთის ფედერალური მთავრობის ადმინისტრაციამ ივნისის დასაწყისში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ახალ კანონპროექტზე იყო საუბარი. კანონპროექტი „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ“ მიმართული იყო ქვეყანაში კრიპტოვალუტების მკაცრი რეგულაციებისკენ.

ახალი კანონპროექტი ბიტკოინს განსაზღვრავს, როგორც ქონებას, მაგრამ არა როგორც ლეგალურ გადახდის საშუალებას. ამ და სხვა საკითხებთან ერთად კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მაინერები უნდა დარეგისტრირდენენ, რათა მოხდეს მიღებული მოგების დაბეგვრა.

მარტში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს ამზადებდა, რომელიც კრიპტოვალუტების გაცემასა და მიმოქცევას აკრძალავდა.

ამ საკითხის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსი გუზნოვი მედიასთან ღიად საუბრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კანონპროექტი “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ” ითვალისწინებდა, რუსეთში კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაშვებას, შესწორებული დოკუმენტი აშკარად კრძალავდა თითქმის ყველაფერს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი