ინდონეზიის ვაჭრობის სამინისტროს მომავლის ბირჟის სამეთვალყურეო საბჭომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რათა კრიპტოვალუტა ბირჟაზე ლეგალურ ვაჭრობის საქონელი გახდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Jakarta Post-ი ავრცელებს.
ბაზრის ზედამხედველობისა და განვითარების ბიუროს ხელმძღვანელმა, დარმა იოგას განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ კრიპტოვალუტის ვაჭრობისთვის ლეგალური სტატუსი მიენიჭებინა კრიპტოვალუტის 4 თვიანი შესწავლის შემდეგ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინდონეზიის მთავრობა მალე გამოაქვეყნებს დოკუმენტს, სადაც აღნიშნული იქნება მარეგულირებელი სტრუქტურა, რომელიც შეეხება საგადასახადო და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებს.
საბჭო, რომელიც იმუშავებს კრიპტოვალუტის ვაჭრობის შესახებ რეგულირების კუთხით, ითხოვს რიგი ანგარიშებისა და სავაჭრო პროცედურების დაზუსტებას. საბჭო ასევე ითანამშრომლებს მთავრობის საფინანსო და საგადასახადო ორგანოებთან. თანამშრომლობა შედგება ასევე ძალოვან სტრუქტურებთანაც.
მეორეს მხრივ, ქვეყნის ცენტრალური ბანკი, არ აღიარებს კრიპტოვალუტას როგორც გადახდის საშუალებას. ცენტრალური ბანკის ასეთი დამოკიდებულების გამო, გასულ შემოდგომას ინდონეზიაში 2 ბირჟა დაიხურა.
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს, იანვრის შუა რიცხვებში ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა განცხადება და მაღალი რისკის არსებობის გამო მოქალაქეებს კრიპტოვალუტის გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩია.