S&P-ის ანგარიში: კრიპტოვალუტას დასჭირდება გარკვეული რეგულაცია, რათა შეცვალოს თამაშის წესები

0
1959

რეიტინგების კვლევის ორგანიზაციამ S&P-მ ანგარიში გამოაქვეყნა სათაურით: “საბანკო საქმის მომავალი: კრიპტოვალუტას დასჭირდება გარკვეული რეგულაცია, რათა შეცვალოს თამაშის წესები”. ანგარიში ეხება გლობალურ ფინანსურ ბაზარზე შესაძლო შედეგებს, რომელიც დაკავშირებულია კრიპტო ბაზართან.

“კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება თებერვლის თვეში მნიშვნელოვნად დავარდა. ამ ფაქტმა მცირედიდ ტრადიციულ ეკონომიკაზეც იმოქმედა. თუმცაღა, ციფრული ვალუტის გავლენა ტრადიციულ საფინანსო სისტემაზე ისეთი არ არის, რომ სტაბილურობა დაარღვიოს.

ჩვენ ველოდებით, რომ ბანკების შეფასება კრიპტოვალუტასთან მიმართებაში მეტნაკლებად “შეზღუდული” იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზემოქმედება კრიპტოვალუტაზე ჯერჯერობით უმნიშვნელოა,”-განაცხადა S&P-ის ფინანსურმა დირექტორმა მუჰამედ დემაკმა.

S&P-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინვესტორები, რომლებიც პოზიტიურდ არ არინ განწყობილნი ბანკების მიმართ მათთვის კრიპტოვალუტის ნებისმიერი წარუმატებლობა დიდი დარტყმა იქნება.

მუჰამედ დემაკმა რეგულაციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“მიგვაჩნია, რომ კრიპტოვალუტის მომავალი წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება გლობალურ რეგულაციასა და პოლიტიკოსების კოორდინირებულ მიდგომაზე”.

ანგარიშში ნათქვამია, რომ Blockchain-ის ტექნოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს ტრადიციული გლობალური ფინანსური ბაზრების “პოზიტიური” რღვევა.

მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი კომპანიები დღითიდღე უფრო აქტიურად ინტერესდებიან Blockchain ტექნოლოგიით.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ჩინურმა კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანია “ლენოვომ” Blockchain-ზე დაფუძნებული დოკუმენტის გადამოწმების სისტემა შეიმუშავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი