რიპლიმ 50 მილიონი დოლარის დონაცია Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის შესწავლისთვის განახორციელა

0
2013

რიპლიმ საზეიმოდ გახსნა უნივერსიტეტი-Blockchain-ის კვლევის ინიციატივა, რომელის დაარსებისთვისაც 50 მილიონი დოლარის დონაცია განხორციელდა. კვლევითი ცენტრი 17 უნივერსიტეტს აერთიანებს.

ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების მიღებას კრიპტოვალუტებისა და Blockchain-ის კუთხით.

კვლევითი ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკური რესურსებისა და გამოცდილების მიღებას, რომელიც საშუალებას აძლევს უნივერსიტეტების თანამშრომლებს Blockchain-სა და კრიპტოვალუტაზე სხვადასხვა კვლევითი საქმიანობა ჩაატარონ.

უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, პრინსტონის უნივერსიტეტი Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის გავლენის შესწავლაზეა ორიენტირებული.

“იმის გათვალისწინებით, რომ რიპლის მიმართ ნდობა შენაჩუნებულია, არ არის გასაკვირი, რომ რიპლის ლაბორატორიები აგრესიულად ცდილობენ რიპლიზე მოთხოვნის გაზრდას. გაიზრდება რიპლის ფასიც, შესაბამისად გაიზრდება მოგებაც”,-აღნიშნავენ კვლევით ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის გაზაფხულზე, რიპლიმ საჯარო სკოლებში 29 მილიონის დონაცია განახორციელა. წინა კვირას, კი ეშტონ კაჩერმა რიპლით 4 მილიონი დოლარი ელენ დიჯენერასის ველური ბუნების დაცვის ფონდში გადარიცხა.

ელენის შოუში მსახიობმა რიპლის მეშვეობით სულ რამდენიმე წამში განახორციელა 4 მილიონიანი ტრანზაქცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი