2022 წელს ესტონეთი კრიპტოვალუტის სექტორს ახალ მარეგულირებელ წესებს შესთავაზებს

0
1157

ესტონეთი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ახალ წესებს შეიმუშავებს.

თებერვლის დასაწყისიდან, ესტონეთი აპირებს ყოვლისმომცველი ცვლილებები ციფრული ვალუტების სერვისის პროვაიდერებისთვის შეიმუშაოს. ეს კი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რამდენიმე სერვისს მოიცავს, რომელმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს ბიტკოინის მფლობელობაზე.

ახალი გაიდლაინები აფართოებს ციფრული ვალუტების სერვისის პროვაიდერების განმარტებას და მოიცავს DApps-ებს, ICO-ებს და მათთან დაკავშირებულ სერვისებს.

ესტონეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა კანონპროექტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის განახლების შესახებ. ეს არის მთავრობის ძალისხმევის ნაწილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.

როგორც Sumsub-ი, ადგილობრივი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ფონდი, იტყობინება, კანონმდებლობა ახლა უწყებათაშორისი განხილვის პროცესშია. დანერგვა კი სავარაუდოდ 2022 წლის თებერვალშია მოსალოდნელი.

რეგულირებულ კრიპტო კომპანიებს 2022 წლის 18 მარტამდე აქვთ ვადა, რათა თავიანთი ოპერაციები და დოკუმენტაცია შესაბამისობაში მოიყვანონ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლოს ესტონეთში კრიპტო კომპანიების უმრავლესობას ლიცენზია ჩამოერთვა.

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის კომიტეტის წარმომადგენელმა, ვეიკო ტალიმ მაშინ განაცხადა, რომ კრიპტო სექტორის დანარჩენ კომპანიებსაც პოტენციური რისკების გათვალისწინებით მეტი ყურადღება სჭირდებოდათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი