ინდოეთმა უცხოური კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის, რომელიც ადგილობრივ მოქალაქეებს ემსახურებიან, შესაძლოა, 2%-იანი გადასახადი დააწესოს

0
1172

Economy Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ანალიტიკოსების აზრით, ინდოეთში არსებული ადგილობრივი კანონი შეიძლება მოითხოვდეს 2%-იანი გადასახადის დამატებას საზღვარგარეთ დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟებიდან ინდოეთის ბაზარზე მოქმედი კრიპტოვალუტის საანგარიშსწორებო ფასზე.

გათანაბრების გადასახადი მთავრობამ პირველად შემოიღო 2016 წელს. ინდოეთში არარეზიდენტი კომპანიებისთვის ელექტრონული კომერციის მიწოდებისა და მომსახურების გადასახადებზე დაწესებულია 6%-იანი ტარიფი.

ამასთანანავე, გათანაბრების გადასახადი განახლდა 2020 წლის შუა რიცხვებში. ინდოეთში საზღვარგარეთის ელექტრონული კომერციის ოპერატორების მიერ გაწეულ მომსახურებებზე დაწესებულია 2%-იანი გადასახადი. საგადასახადო ექსპერტების აზრით, ეს ტარიფი შეიძლება ასევე გავრცელდეს უცხოეთში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟებზე, რომლებიც ინდოეთის მოქალაქეებს ემსახურებიან.

საგადასახადო საკონსულტაციო ფირმის AKM Global-ის პარტნიორი, ამით მაჰეშვარი ამტკიცებს, რომ ინდოეთის მთავრობისთვის ძნელი იქნება 2% -იანი გადასახადის დაწესება მანამდე, სანამ არ შექმნის ციფრული ვალუტის ძლიერ მარეგულირებელ სისტემას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი