მარკ იუსკო: ბიტკოინის ფასი 235.000 დოლარი გახდება

0
1660

Morgan Creek Capital Management–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ იუსკო მიიჩნევს, რომ ბიტკოინის შემდეგი საბაზრო ციკლი შეიძლება საგრძნობლად უსწრებდეს მის კონკურენტს – ოქროს.

CNBC–სთან ინტერვიუს დროს მარკ იუსკომ ბიტკოინის სწრაფი მიღება შეადარა Facebook-ის, Apple-ის, Amazon-ის, Netflix-ის და Google–ის პოპულარობას.

”ეს არის ქსელი. ქსელები კი მუდმივად იზრდება. ეს არის უსწრაფესი ქსელები ისტორიაში, ტრილიონი დოლარის ღირებულებით, რომლებსაც მომხმარებლების ნდობის მოსაპოვებლად 15–დან 20 წლამდე დასჭირდათ”,-განაცხადა მარკ იუსკომ.

იუსკოს პროგნოზით, ბიტკოინი ოქროს კონკურენციას გაუწევს. ”თუ ოქროს ფულადი ღირებულება 4 ტრილიონი დოლარია, მაშინ “ციფრული ოქროს” კაპიტალიზაციაც ასეთივე უნდა იყოს”,- აღნიშნა Morgan Creek Capital Management–ის დამფუძნებელმა.

მარკ იუსკოს პროგნოზით, მომავალში ბიტკოინს მინიმუმ 235,000 აშშ დოლარით შეეძლება ვაჭრობა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისის Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის ფასი 54.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ერთი ტრილიონი დოლარი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი