კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბრალდებით ლოს-ანჯელესში პოლიციამ ერთი პირი დააკავა

0
1478

ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებმა 36 წლის ვირჯილ გრიფიტი დააპატიმრეს.

როგორ ცნობილია დაკავების მიზეზი ვირჯილ გრიფიტის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი გამგზავრება იყო. სამართალადამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვირჯილ გრიფიტი ფხენიანში პრეზენტაციის წარდგენას აპირებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია სანქციების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული.

სამართალდამცავებმა დაკავებულს ბრალი წაუყენეს საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების შესახებ კანონის დარღვევისთვის.

როგორც ცნობილია, ბრალდება მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვირჯილ გრიფიტს ამერიკელი ადვოკატი იცავს. ”როგორც ირკვევა, ვირჯილ გრიფიტმა მიაწოდა საკმაოდ ბევრი ტექნიკური შინაარსის ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეას. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩრდილოეთ კორეაში ფულის გათეთრებისა და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.

სავარაუდოდ, ვირჯილ გრიფიტმა საფრთხე შეუქმნა იმ სანქციებს, რომლებიც კონგრესმა და პრეზიდენტმა დააწესა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ”,- განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, ჯეფრი ბერმანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი