მარკ კუბანი: კრიპტოვალუტა ტრადიციულ ვალუტებს ვერ შეცვლის

0
1312

მილიარდერმა ინვესტორმა მარკ კუბანმა, რომელმაც ერთხელ თქვა, რომ ბანანი გაცვლის უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ბიტკოინი, კვლავ გააკეთა განაცხადი აღნიშნულთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ აქტივი უფრო მეტად საკოლექციოა, ვიდრე საიმედო ფინანსური ინსტრუმენტი.

2020 წელი დიდი იყო ინსტიტუციონალური ბიტკოინის მიღების მხრივ. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა MicroStrategy-ი და Grayscale-ი მნიშვნელოვნად გაზარდა კრიპტო საკუთრება, ხოლო ტრადიციულ ფინანსებთან ასოცირებულმა კომპანიებმა შეცვალეს დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ.

Forbes-თან ინტერვიუში, Dallas Mavericks-ის მფლობელმა, მარკ კუბანმა განაცხადა, რომ კრიპტო ნამდვილად ვერ შეცვლის ტრადიციულ ვალუტებს:

”ქვეყნები მიიღებენ ზომებს თავიანთი ვალუტებისა და დაბეგვრის შესაძლებლობის დასაცავად. ასე რომ რაც უფრო მეტ ხალხს სჯერა, რომ ეს არის ფასეულობის მარაგი, მთავრობის ჩარევის რისკი უფრო მეტია.“

Dallas Mavericks– ის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდის მფლობელმა ისიც განაცხადა, რომ მას სძულს ოქრო, როგორც ინვესტიცია. თუმცა მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ძალიან ჰგავს ოქროს.

ამის შესახებ მარკ კუბანმა Kitco News–სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ორივეს ღირებულება დაფუძნებულია მიწოდებასა და მოთხოვნაზე. კარგი ამბავი ბიტკოინის შესახებ კი ის არის, რომ ოდესმე საბოლოო მარაგიც გვექნება”,- აღნიშნა მარკ კუბანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი