ესპანეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის კომპანიებისთვის სარეგისტრაციო მითითებები გამოსცა

0
835

ესპანეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი სარეგისტრაციო მითითები ადგილობრივი ციფრული ვალუტის სერვისის პროვაიდერებისთვის გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ მითითებები საბანკო ინსტიტუტების წარმომადგენლებსაც შეეხებათ.

ესპანეთის ბანკმა გამოსცა ინსტრუქციები რეგისტრაციის შესახებ ფულის გათეთრების საწინააღმდეგოდ.

გაიდლაინების გამოცემისას ესპანეთის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირსა და ინსტიტუტზე, რომელიც ციფრული ვალუტის ვაჭრობას უზრუნველყოფს.

მარეგულირებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიებს დარეგისტრირება მოუწევთ მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი მოხსენიებულნი რაიმე ადმინისტრაციულ ჩანაწერში.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ინსტიტუტები ვალდებულნი არიან გააგრძელონ რეგისტრაცია მაშინაც კი, თუ მათი მომხმარებლები ესპანეთის მოქალაქეები არ არიან.

ცენტრალური ბანკი ფიზიკურ პირებს მეტი კომფორტისთვის ურჩევს, რომ ელექტრონული რეესტრის ფორმა გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეროვნული კომისია იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც კრიპტო და ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული რამდენიმე ბიზნესი არარეგისტრირებული სერვისებისთვის აპრილის თვეში გააფრთხილა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი