ინდოეთის 2023 წლის ბიუჯეტში კრიპტოვალუტა და Blockchain-ი ნახსენები არ არის

0
881

კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია ინდოეთის 2023 წლის ბიუჯეტში არ არის ნახსენები.

ამან კი ქვეყანაში მილიონობით კრიპტო მფლობელების იმედები გაანადგურა. ინდოეთის კრიპტო თემში ბევრი იმედოვნებდა კრიპტო გადასახადის გარკვეულ შემცირებას, რომელიც 2022 წლის მარტში განხორციელდა.

ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა, ბიუჯეტი პირველ თებევრალს წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მას სხდომაზე კრიპტოვალუტა არ უხსენებია, კრიპტო საზოგადოებამ ეს უარყოფით ნიშნად მიიჩნია.

გასულ წელს, ინდოეთმა დააწესა 30%-იანი გადასახადი კრიპტო მოგებაზე და 1%-იანი გადასახადი, რომელიც ყველა კრპტოტრანზაქციაზე გამოიქვეითება, რაც ძირითადი შემაფერხებელი ფქტორი აღმოჩნდა.

ყველა კრიპტოვალუტის ტრანზაქციაზე TDS-ის დანერგვის უპირველესი მოტივი იყო ინდოეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობის დადგენა, რომლებიც აქტიურად იყენებენ კრიპტოვალუტებს. ეს მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება მთავრობისთვის, რადგან ინდოელებს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარადგენა 2023 წლის მაისიდან მოუწევთ.

ინდოეთის მასშტაბით კრიპტოვალუტის ძირითად ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 70%-ით შემცირდა ახალი საგადასახადო პოლიტიკიდან 10 დღის განმავლობაში და თითქმის 90%-ით მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

ხისტმა საგადასახადო პოლიტიკამ აიძულა კრიპტო ტრეიდერები ოფშორულ ბირჟებზე გადასულიყვნენ, ხოლო დამწყები კრიპტოვალუტის პროექტები იძულებული გახდნენ ქვეყნის ფარგლებს მიღმა გაეგრძელებინათ მუშაობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი