დიდ ბრიტანეთს კრიპტოვალუტის რეგულაციის დოკუმენტი აქვს

0
892

დიდი ბრიტანეთის ხაზინა აქვეყნებს კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ დოკუმენტს.

მისი უდიდებულესობის ხაზინამ გამოაქვეყნა საკონსულტაციო დოკუმენტი გაერთიანებული სამეფოს მომავალი კრიპტო რეგულირებისთვის. ვრცელი 80- გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს თემების ფართო სპექტრს, ალგორითმული სტაბილური კოინების პრობლემებიდან დაწყებული, შეუცვლელი ტოკენებით (NFT) და მონეტების საწყისი შეთავაზებებით (ICO) დამთავრებული.

როგორც ხაზინაში აცხადებენ, წინადადებები მიზნად ისახავს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სერვისების სექტორის დაყენებას კრიპტოვალუტის წინა პლანზე, რათა თავიდან აიცილოს მკაცრი კონტროლის ზომები, რომლებიც გლობალურად გაიზარდა კრიპტოვალუტის ფასის დაცემის ფონზე.

ხაზინამ განაცხადა, რომ არ იქნება ცალკე მარეგულირებელი რეჟიმი კრიპტოვალუტისთვის, რადგან ის მოხვდება გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მომსახურებისა და ბაზრების აქტის (FSMA) ფარგლებში. მიზანი კრიპტო და ტრადიციულ ფინანსებს შორის სათამაშო მოედნის გათანაბრებაა.

თუმცა, ბრიტანეთის მთავარი ფინანსური მარეგულირებელი, ფინანსური ქცევის ორგანო (FCA), არსებულ FSMA-ს წესებს ციფრული ვალუტების ბაზარს მოარგებს.

იმ შემთხვევაში თუ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში არსებული ვალდებულებებისაგან ერთსაც თუ ვერ შეასრულებს კომპანია, ვალდებული იქნება თავიდან დაიწყოს რეგისტრაციის პროცესი.

ისინი კი ვინც გაივლიან FCA-ს საწყის ეტაპს, მოხვდებიან ახალ, უფრო რთულად გასავლელ ეტაპზე, რომლის დროსაც ბევრად დეტალურად გამოიკვლევა კრიპტო კომპანიების საქმიანობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი