ბიტკოინის ფასი დასტაბილურდა

0
956

პირველად დიდი ხნის შემდეგ, გასული შაბათ-კვირის მონაცემებით ბიტკოინის ინდექსმა ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეაღწია.

საუბარია შეუქცევადი კლების პერიოდზე, როდესაც საზოგადოების თვალში ისედაც არასტაბილური ბიტკოინი კიდევ უფრო ცუდად გამოიყურებოდა.

ბიტკოინმა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში განიცადა 1.72%-იანი კლება. ამან კი ხელი შეუწყო 2023 წლის ყველაზე მაღალი ფასი დაეფიქსირებინა და შეენარჩუნებინა მიმდინარე პერიოდში.

ბიტკოინის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 0.15%-ით დაიკლო. საბოლოოდ, ბიტკოინის ღირებულებამ 24.430 დოლარს გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ დღის განმავლობაში 25.100 დოლარის მხადაჭერას მიაღწია და ფასები ძირითადად 24.200-სა და 25.126 დოლარს შორის მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 128 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

სწორედ აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინი სტაბილურობის გზას დაადგა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი