Stacked-ის თანადამფუძნებელი: კრიპტოვალუტაში ჩადებული ინვესტიცია მომგებიანი აღმოჩნდა

0
1236

კრიპტოსაინვესტიციო პლატფორმის Stacked-ის თანადამფუძნებელმა, ჯოელ ბირჩმა თავისი პირველი კრიპტო ინვესტიციის შესახებ მედიასთან ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მან პირველად ბიტკოინი 5 წლის წინ შეიძინა.

”პირველად ბიტკოინი ვიყიდე. 2015 წელს ბიტკოინი დაახლოებით 250 დოლარი ღირდა. 2015–დან 2017 წლამდე, ბიტკოინის ფასი 200 დოლარიდან გაიზარდა. 2017 წელს ზოგიერთ ბირჟაზე კრიპტოვალუტის კურსი 20.000 დოლარიც კი იყო”,-აღნიშნა ჯოელ ბირჩმა.

ბირჩმა Twitter–ზე განმარტა, რომ მან გაცილებით მეტი ფული გამოიმუშავა ბიტკოინის ფასების გადაადგილების საფუძველზე, ვიდრე ონლაინ ბარათებით თამაშის მცდელობების შედეგად.

”კრიპტოვალუტის, როგორც საინვესტიციო საშუალების შესახებ აღფრთოვანების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ დავინახე შესაძლებლობა ბლექჯეკის თამაშის ნაცვლად ეს ფული ჩამედო ბიტკოინში და ასეც მოვიქეცი. ეს ჩემს აზარტს არ ანელბდა, სამაგიეროდ მოგება გარანტირებული აღმოჩნდა”,-აღნიშნა ჯოელ ბირჩმა.

კრიპტოვალუტის ადრეული მომხმარებელებიდან ბევრს აქვს მსგავსი ისტორია: მაგალითად, კრიპტოვალუტის კომპანია, Yellow Card-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის მორისმა ბიტკოინი პირველად eBay-სა და Taco Bell-ის საშუალებით გაყიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი