ალტკოინების ფასები მკვეთრად შემცირდა

0
944

ამ ეტაპზე ალტკოინების ფასების უმეტესობა მკვეთრად შემცირებულია.

გუშინ Binance Coin-ზე ვაჭრობა 627 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 629 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 606 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს Binance Coin-ზე ვაჭრობა კი 619 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსმა კლების ტენდენცია განაგრძო Binance Coin-ის ფასი 580 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

ამჟამად კი, Binance Coin-ის კურსი 590 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 5.15%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ლაიტკოინს: 2 დეკემბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 208 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 209 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 200 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 203 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება შესაძლოა, ფასმა 175 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 184 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 10.84%-ით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი