Grayscale-ი ეთერიუმის Blockchain ქსელს აფასებს

0
1165

ციფრული ვალუტების მენეჯერმა, Grayscale-მა ანგარიში “ჭკვიანი კონტრაქტის” პლატფორმების შესახებ გამოაქვეყნა, რომელშიც ეთერიუმის Blockchain-ი კონკურენტებთანაა შედარებული.

მოხსენებაში ეთერიუმი შედარებულია Solana-ს (SOL), Avalanche-ის (AVAX), Polkadot-ის (DOT), Cardano-სა (ADA) და Stellar-ის (XLM) Blockchain-ებთან. აღნიშნული მოხსენება მას შემდეგ გაკეთდა, რაც Grayscale-მა ახალი კრიპტო ფონდი Blockchain-ისთვის შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ფონდი ეთერიუმისთვის არაა განკუთვნილი.

მოხსენების ნაწილში, რომლის სახელწოდებაც არის „ციფრული ქალაქები“, Grayscale-მა ეთერიუმი, Avalanche-ი და Solana გააანალიზა.

„ეთერიუმი ნიუ-იორკს ჰგავს: ის არის უზარმაზარი, ძვირი და გადატვირთული გარკვეულ “რაიონებში”. თუმცა მას ასევე აქვს უმდიდრესი აპლიკაციის ეკოსისტემა, 500-ზე მეტი აპლიკაციით, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიარდ დოლარზე მეტია, რაც 10-ჯერ აღემატება ნებისმიერ სხვა კონკურენტ ქსელს.

მომხმარებლები, რომლებიც კონკურენტ Blockchain-ზე გადადიან, ჰგავს უფრო იაფ ქალაქში გადასვლას გაზის მაღალი საფასურისა და ეთერიუმზე ქსელის გადატვირთულობის გამო, რომელიც გამოწვეული იყო წარსულში დეცენტრალიზებულ ფინანსურ (DeFi) სერვისებსა და NFT-ზე დიდი მოთხოვნით”,- აღნიშნულია მოხსენებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი