დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ინსტიტუტი გააგრძელებს ბრძოლას კრიპტოვალუტის უკანონო ფინანსურ საქმიანობაში გამოყენების წინააღმდეგ.
ედინბურგში, შოტლანდიის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ინგლისის ბანკის მმართველმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ ის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრეა, რადგან აღმოიფხვრას კრიპტოვალუტის გამოყენება ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.
გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თქმით, მას არ სჯერა, რომ ამჟამად, კრიპტოვალუტა არსებულ ფინანსურ სისტემას საფრთხეს უქმნის. თუმცა, რისკები შეიძლება გაიზარდოს ბიტკოინის ვაჭრობის გაზრდისას, რასაც შესაძლოა ტრადიციული ფინანსური ინსტიტუციების ჩამორჩენა მოჰყვეს.
სხვა კომენტარებში, კერნიმ განაცხადა, რომ ის არ სცნობს კრიპტოვალუტას ფულის სახეობად.
“იგი მოქმედებს საუკეთესოდ, მხოლოდ ზოგიერთი ადამიანისთვის და ისიც შეზღუდული მოცულობით. ეს ყველაფერი კი, მხოლოდ ტრადიციული ვალუტების პარალელურად ხდება,” – განაცხადა მარკ კერნიმ.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა დაამატა, რომ ის არ არის კრიპტო-ინოვაციის წინააღმდეგი, თუმცა რეგულაცია, როგორც ინდუსტრიის, ასევე მომხმარებლებისთვის სასარგებლო ნაბიჯი იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ მარკ კერნი კრიპტოვალუტას პოზიტიურ კონტექსტშიც განიხილავს.”ციფრული ვალუტის ტექნოლოგია უკვე ბევრ ასპექტზე გავლენას ახდენს. კრიპტო-აქტივების ინოვაციის შემოტანა ხელს უწყობს საზოგადოებისათვის სამსახურის უკეთესად შესრულებას”,- აღნიშნა ინგლისის ბანკის მმართველმა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსური საქმისწარმოებლის ხელმძღვანელი, ანდრია ბეილი ადგილობრივ ინვესტორებს აფრთხილებდა, რომ ისეთი ციფრული ვალუტა, როგორიც არის ბიტკოინი დიდ ბრიტანეთში არ რეგულირდებოდა და ნებისმიეირი ინვესტიცია დაკარგვისგან დაზღვეული არ იყო.