თურქეთმა შესაძლოა, ეროვნული ციფრული ვალუტა შექმნას

0
2448

თურქეთის Daily News-ის ცნობით, თურქეთის ეროვნულ კრიპტოვალუტის Turcoin-ის გამოშვება იგეგმება.

2017 წლის დასაწყისში სტამბულში დაფუძნებულმა კომპანია Hipper-მა მუჰამედ სატიროღლუსა და სადუნ კაიას ინიციატივით Turcoin-ი შექმნა.

Daily News-სთან საუბარში, სატიროღლუმ აღნიშნა, რომ Hipper-ის 49%-იანი წილის მფლობელია. მან განაცხადა, რომ ის მხოლოდ მეორე ფლნაგზე იმყოფება და რალურად, Turcoin-ის შექმნაში მისი პარტნიორის, სადუნ კაიას ფინანსები დაიხარჯა.

როგორც ცნობილია, Turcoin-ის შექმნაზე 100 მილიონი ლირა დაიხარჯა, რაც 21 მილიონ დოლარს შეადგენს.

Turcoin-ი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც თურქეთის ეროვნული კრიპტოვალუტა. ამ ეტაპზე გამოშვების შესახებ პარტნიორებს შორის კომუნიკაცია შეწყვეტილია და შესაბამისაად, უცნობია აქტიურ მიმოქცევაში გაეშვება, თუ არა Turcoin-ი

შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში თურქი პოლიტიკოსები ოფიციალური განცხადებით გამოდიოდნენ ეროვნულ კრიპტოვალუტის შექმნის საკითხზე. გარდა ამისა, იანვარში თურქეთის საფეხბურთო ნაკრები Harunustaspor-ი იუწყებოდა, რომ კლუბი ახლადაყვანილ მოთამაშეს ნაწილობრივ ბიტკოინში გადაუხდიდა.

კლუბის ხელმძღვანელი ჰალდუნ საჰიტი CNN Turk-თან ამბობდა, რომ მან დაიქირავა 22 წლის ომარ ფარუკი, რომელსაც 2000 ლირას (528 დოლარს) ბიტკოინში, ხოლო 2500 ლირას (661 დოლარი) ქეშად გადაუხდიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი