ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახი კრიპტოვალუტაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

0
2170

ლიხტენშტეინის სამთავროს მონარქმა, პრინცმა ალოისმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი 5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას კრიპტოვალუტაში აპირებს.

პრინცმა CNBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტირება სამეფო ოჯახის რეპუტაციას მნიშვნელოვანდ წაადგება.

“მთელი ეს ახალი ციფრული ეკონომიკა, არის რაღაც ისეთი, რაც მომავალში უფრო მეტად განვითარდება”,- აღნიშნა პრინცმა.

ამ ეტაპისთვის, პრინცი ალოისი კონსულტაციებს გადის, რათა კრიპტოვალუტაში ინვესტიცია სწორად იქნეს განსაზღვრული. მიუხედავად პრინცის ლიბერალური დამოკიდებულებისა, მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა გარკვეულ რისკებსაც შეიცავს.

რაც შეეხება Blockchain-ს, პრინცი Blockchain-ის მიმართ უფრო მეტაა კეთილგანწყობილი.

“მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით Blockchain ტექნოლოგია ძალიან საინტერესოა. მომავალში Blockchain-ი ბიზნესის ბევრ სფეროს შეცვლის”,-განაცხადა ლიხტენშტეინის მონარქმა.

პრინცმა ასევე აღნიშნა, რომ ლიხტენშტეინის სამთვრობო უწყებებისთვის Blockchain-ის გამოყენება სასარგებლო იქნება.

“ჩემი აზრით, Blockchain ტექნოლოგიის მიმზიდველი ელემენტები შეგვიძლია სახელმწიფო დონეზე, ადმინისტრაციის კუთხით გამოვიყენოთ. ეს ადმინისტრაციის სამუშაოს უფრო ეფექტურს გახდის”,- აღნიშნა პრინცმა ალოისმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახი არ არის ერთადერთი, რომელიც კრიპტოვალუტითა და Blockchain-ით ინტერესდება.ლიხტენშტეინში მდებარე ე.წ. საოჯახო ბანკის, Bank Frick-ის კლიენტებს ინვესტიციის განხორციელება კრიპტოვალუტაში უკვე შეუძლიათ.

ზოგადად, ლიხტენშტეინი, რომელიც ავსტრიასა და შვეიცარიას შორის მდებარეობს ცნობილია, როგორც სახელმწიფო ისე კომუნალური გადასახადების დაბალი ღირებულებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი