ანალიტიკოსები: ფასის ზრდის შემთხვევაში ბიტკოინ Cash-ის კურსი 800 დოლარამდე მოიმატებს

0
1392

ბიტკოინ Cash-ის კურსი სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ფასის რყევას განიცდიდა. ამჟამად, ალტკოინის ფასი 512 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 526 დოლარზე გაიხსნა. 528 დოლარი იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 513 დოლარზე დაფიქსირდა. ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 517 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსების პროგნოზი ბიტკოინ Cash-თან მიმართებაში ასეთია: თუკი კრიპტოვალუტის კურსი 660 დოლარის ნიშნულს ასცდება მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი 800 დოლარამდე გაიზარდოს.

მეორე მხრივ, თუ ალტკოინის კურსი კლების ტენდენციას აჩვენებს ანალიტიკოსები ტრეიდერებს 400 დოლარზე ურჩევენ ვაჭრობის შეწყვეტას.

რაც შეეხება მონეროს: კრიპტოვალუტა ბოლო პერიოდია ცდილობს 120 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს, თუმცა არ გამოსდის. 9 ოქტომბერს, მონეროზე ვაჭრობა 114 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მონეროს კურსის ყველაზე დაბალი დონე 112 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 113 დოლარზე დაიხურა.

ალტკოინისთვის 120 დოლარის დონე არის ზღვარი. თუკი მონერო შეძლებს ამ ზღვრის გადალახვას მაშინ მოსალოდნელი პოზიციებია 128 და 142 დოლარი.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი კლების ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელია, რომ ფასი 107 დოლარამდე შემცირდეს. ხოლო, თუ მონეროს ფასი ამ ნიშნულსაც ჩასცდა მაშინ შესაძლოა, კურსი 103 დოლარზე და 96 დოლარის დონეზეც კი დაფიქსირდეს.

ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 106 დოლარზე შეწყვიტონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი