Blockchain-ის შესახებ სამხრეთ კორეის მთავრობა ახალგაზრდებისთვის 6 თვიან კურსს ატარებს

0
2325

სამხრეთ კორეის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს Blockchain ტექნოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლების.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პროექტი არის ინიციატივის მეორე ეტაპი წარმატებული პირველი რაუნდის შემდეგ, რომელიც 11 ივნისიდან 10 ივლისამდე იმართებოდა.

პროექტი ხორციელდება კორეის მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ხელშეწყობით.

რაც შეეხება სწავლებას, მონაწილეები ექვსთვიან სასწავლო კურსს გაივლიან, რომელიც სხვადასხვა სექტორში Blockchain-ის დანერგვას შეეხება.

პროექტის საბოლოო მიზანია ახალგაზრდებში უმუშევრობის შემცირება და ადამიანების დასაქმება სწორი მიმართულებით.

“მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემა სოციალური პრობლემის კონტექსტში მოიაზრება, სამუშაო შეუსაბამობის პრობლემაც საკმაოდ სერიოზულად დგას”, – განაცხადა კომერციის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს პროგრამული პოლიტიკის ხელმძღვანელმა იანგ-კინინგ ვონმა.

იქვე დაამატა: “ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მათი ნიჭის განვითარებას ჩვენ ხელს შევუწყობთ. ამასთანავე, ეს ყველაფერი შესაბამისობაში უნდა იყოს კომპანიების ხედვასთან. ის ახალგაზრდები, ვინც ეძებენ სამუშაოს მათთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა”.

სამხრეთ კორეა მუდმივად ცდილობს Blockchain ტექნილოგიის ინტეგრაციას სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, გასულ კვირას ქვეყნის ფინანსურმა მარეგულირებელმა საბირჟო ვაჭრობებში Blockchain-ის იმპლემენტაცია მოითხოვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი