ლიხტენშტეინის ბანკის ახალი სერვისი კრიპტო-ვაჭრობას უზრუნველყოფს

0
2904

ლიხტენშტეინში მდებარე ე.წ. საოჯახო ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომლის კლიენტებიც ინვესტიციას პირდაპირ კრიპტოვალუტაში განახორციელებენ.

Bank Frick-მა ამ კვირაში განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტის პირველი პარტია მოიცავს ბიტკოინს, ბიტკოინ Cash-ს, ლაიტკოინს, რიპლსა და ეთერიუმს. ბანკმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს მაღალი რანგის კერძო კლიენტების მომსახურებასაც, რომლებიც ციფრულ ვალუტას ევროში, დოლარსა და შვეიცარიულ ფრანკში შეიძენენ.

ე.წ. პირადი კრიპტო გასაღებით ციფრული აქტივები ბანკში საიმედოდ იქნება დაცული. აქტივები ასევე დაცული იქნება ჰაკერების თავდასხმისაგანაც. საბანკო პლატფორმით სავაჭრო საქმიანობა ლიხტენშტეინისა და ევროპული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად წარიმართება.

“კლიენტები კრიპტოვალუტაში ინვესტირებას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც ისინი სრულად იდენტიფიცირებულნი იქნებიან. ხოლო საიდენტიფიკაციო პროცესი ასევე მოიცავს ინვესტიციების განხორციელებისას გამოყენებული ფულის წარმოშობის შემოწმებასაც”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ჩვენ მიზანია, რომ კრიპტო-საბანკო მომსახურება იმავე ხარისხით წარმოჩინდეს, როგორც ეს ტრადიციული საბანკო საქმის შემთხვევაში ხდება”,- განცხადა კლინტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჰუბერტ ბიუხელმა.

Bank Frick-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი რეგიონისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგად ციფრული ვალუტა და Blockchain ტექნოლოგია უფრო მეტად იქნება განვითარებული.

CoinDesk-ის ინფორმაციით, შვეიცარიის კერძო ბანკმა, Falcon Group-მა ასევე შემოიღო ბიტკოინით ვაჭრობის სერვისი. აღნიშნულთან დაკავშირებით, Falcon Group-ი საბროკერო კომპანია Bitcoin Suisse AG-თან თანამშრობლობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი