Grayscale-ი: ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტოვალუტის ფასზე გავლენას ახდენენ

0
1040

ანალიტიკოსების პროგნოზის თანახმად, ბიტკოინის მიმდინარე აქცია შეიძლება უფრო მეტად იყოს დამოკიდებული ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე, ვიდრე ოდესმე.

ჯერ კიდევ ოქტომბერში ჩატარებული Grayscale–ის კვლევით გამომჟღავნდა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები ციფრულ ვალუტაში მსხვილ კაპიტალს ფლობდნენ.

ამასთანავე, Grayscale-ის ახალი მომსახურების გახსნიდან 48 საათში ბიტკოინის ფასმა თითქმის 20%-ით მოიმატა, რამაც კურსი საგრძნობლად გაზარდა.

ამავე პერიოდში, კომპანიამ თავის პორტფელს 4618 ბიტკოინი დაამტა, რისი ღირებულებაც იმ მომენტში 182 მილიონი აშშ დოლარი იყო.

გასული კვარტლის 3.3 მილიარდი აშშ დოლარის მიღების ჩათვლით Grayscale-ის კრიპტო პორტფელი მთლიანობაში 27.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყველა სტატისტიკის მიხედვით, ინსტიტუციონალური ინვესტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კრიპტოვალუტის ფასის კორექციაში.

გარდა ბიტკოინის კურსის მატებისა, “ბლუმბერგთან” ინტერვიუში, Grayscale-ის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ სონენშეინმა განაცხადა, რომ 2020 წელს ეთერიუმის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

”2020 წლის განმავლობაში, ჩვენ, ვხედავთ ინვესტორთა ახალ ჯგუფს, რომლებიც ეთერიუმის მიმართ მზარდ ინტერესს გამოხატავენ”,-აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი