იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებლებმა შესაძლოა, კანონმდებლობა 2022 წელს შეიმუშავონ.
არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ კანონმდებლობა სტაბილკოინით საბანკო გადარიცხვებს შეზღუდავს.
თეორიულად, ეს ხელს შეუშლის ისეთ სუბიექტებს, როგორიცაა Tether-ი (USDT), რომელიც რეგულირდება მხოლოდ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არსებული კანონებით, საიდანაც აქვს ნება დართული აწარმოოს ბიზნესი იაპონელ მომხმარებელებთან. თუმცა, ახალი შემოთავაზებული წესები გავლენას მოახდენს მხოლოდ სტაბილკოინის ზოგიერთ ემიტენტზე.
მხოლოდ კერძო კომპანიებად ფუნქციონირებისას, სტაბილკოინის ემიტენტები ჩვეულებრივ თავისუფლდებიან ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის ან მარეგულირებელი ზედამხედველობისგან, რაც იწვევს შესამჩნევ სპეკულაციურ პრეტენზიებს.
გარდა ამისა, FSA გეგმავს რეგულაციების გამკაცრებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიმინალური შემოსავლების გადარიცხვის თავიდან აცილება, მომხმარებლის ვინაობის გადამოწმება და საეჭვო ტრანზაქციების მოხსენება, როგორც სტაბილკოინის გამცემის, ასევე საფულის პროვაიდერებისთვის.
შეგახსენებთ, რომ Circle-ი, გეგმავს გახდეს კრიპტობანკი. ამასტანავე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გლობალური ეკონომიკის კონტექსტში კრიპტოვალუტის დარეგულირების მომხარეა.