ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისია კრიპტო თაღლითურ სქემას იძიებს

0
873

ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისია (ACCC) Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta-ს თაღლითურ სქემას იძიებს.

საუბარია კრიპტოვალუტის რეკლამების ხანგრძლივი სერიის გაშვებაზე.

გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მედიაში მილიარდერ ბიზნესმენ ენდრიუ ფორესტზე ინფორმაცია გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, თითქოსდა, თაღლითურ ქმედებას სოციალური მედიის გიგანტის წინააღმდეგ ახორციელებდა, რომლის მიზანიც მომხმარებლების თაღლითურ სქემაში ჩართვა იყო.

ACCC-ი ამტკიცებს, რომ Meta-მ აღნიშნული კრიპტო თაღლითობით ავსტრალიის სამომხმარებლო კანონმდებლობა დაარღვია და ასობით ათასი დოლარი მოტყუებით მომხმარებლისაგან მიითვისა.

ACCC-ის თავმჯდომარემ, როდ სიმსმა მედიას განუცხადა, რომ კომისიის გამოძიება სამართლის სხვადასხვა საკითხს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ Fortescue Metals-ის თავმჯდომარე, ენდრიუ ფორესტი Facebook-ს ფულის გათეთრების შესახებ ავსტრალიის კანონების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, უკანონო რეკლამების ამ ციკლიდან კომპანია შეგნებულად იღებს სარგებელს.

როგორც ცნობილი გახდა, პირველი სასამართლო მოსმენა დასავლეთ ავსტრალიის სასამართლოში 28 მარტს არის დაგეგმილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი