კრიპტოვალუტის კომპანია Hashed-ით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ

0
896

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეული კრიპტო საინვესტიციო კომპანია Hashed-ი საგადასახადო გამოძიების ქვეშ იმყოფება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კრიპტო საინვესტიციო კომპანია, Hashed-ი ამჟამად გამოძიების ქვეშაა სამხრეთ კორეის ეროვნული საგადასახადო სამსახურის მიერ. საქმეს უძღვება მე-4 გამოძიების ბიურო სეულის რეგიონალური საგადასახადო ოფისიდან, რომელიც ყველაზე დიდი და ცნობილი გადასახადებისაგან თავის არიდების საქმეების გამოძიებითაა ცნობილი.

როგორც ცნობილია, ფონდი არის სახსრების გაერთიანება, რომელიც მოზიდულია გაურკვეველი საშუალებებით და გამოყოფილია გაურკვეველი მიზნებისთვის.

რეგიონული საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ადასტურებენ გამოძიების ზუსტ ხასიათს, ინტენსიური გამოძიებები მცირე ბიზნესის მიმართ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხშირად არის დაკავშირებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან ფულადი სახსრების შეგროვებასთან ან გადასახადებისგან თავის არიდებასთან.

გამოძიება გასული თვის დასაწყისში დაიწყო და არაუგვიანეს 2022 წლის თებერვლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი