Coinbase-ი ე.წ. კრიპტოგრაფიულ ბიბლიოთეკას ქმნის

0
1222

გლობალური ვაჭრობის მოცულობით მეოთხე უდიდესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Coinbase-მა განაცხადა, რომ ე.წ. კრიპტოგრაფიულ ბიბლიოთეკას ქმნის.

Kryptology Blockchain-ის დეველოპერებისთვის არის განკუთვნილი.

ეს მოიცავს უსაფრთხო, აუდიტირებულ და ადვილად გამოსაყენებელ API-ებს. ასევე ეს იქნება კრიპტო ისტორიის განმავლობაში მიღებული საერთო გამოდილების სივრცეც.

სისტემის ერთ-ერთი ბოლო წარმატება Boneh–Lynn–Sacham-ს მოიცავს. ეს არის ხელმოწერები, რომლებიც გამგზავნის ვინაობის შესამოწმებლად და ტრანზაქციების დასადასტურებლად გამოიყენება. ასევე მონაცემების უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთი ბოლო მიღება არის SSS ალგორითმი.

კონფიგურაცია იდეალურია “პირადი გასაღების”, დეცენტრალიზებული ფინანსებისა და “ჭკვიანი კონტრაქტების” შესანახად.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა, Coinbase-ი კრიპტოვალუტის უსაფრთხოების კომპანიას, Unbound Security-ს შეიძენდა.

Coinbase-ის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის შეისყიდიდა Unbound-ს უსაფრთხოების ექსპერტებთან წვდომის მოსაპოვებლად. ამავდროულად ეს ისრაელის ბაზარზე შესვლის შესაძლებობაც იქნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი