კანადელი პოლიტიკოსი ქვეყანაში ციფრული ვალუტის მიღებას მხარს უჭერს

0
1043

კანადის სახალხო პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა, მაქსიმ ბერნიემ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ქვეყანაში კრიპტოვალუტის მიღებას.

სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის მიერ განთავსებული პოსტის მიხედვით, ციფრული ვალუტა კიდევ ერთი ახალი და ინოვაციური გზაა ცენტრალური ბანკების ქმედებების წინააღმდეგ.

მაქსიმ ბერნიემ ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკაც გააკრიტიკა.

უნდა აღინიშნოს, რომ კანადამ არაერთხელ გაუხსნა გზა კრიპტო სექტორში მრავალ ინიციატივას. ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადის ერთ-ერთი ბანკი ციფრული ვალუტის გამოცემას აპირებდა.

ბანკის ციფრულ ვალუტას კი VCAD-ი ერქმევა. როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტას ბანკში დეპოზიტური კანადური დოლარი მხარს დაუჭერს.

კანადური ბანკი ირწმუნებოდა, რომ VCAD-ი ფაქტობრივად იქნება პირველი ციფრული ვალუტა, რომელიც წარმოადგენს ტრადიციულ ვალუტასაც. ციფრულ ვალუტას მხარს უჭერს ჩრდილოეთ ამერიკის ბანკი.

VersaBank–მა განაცხადა, რომ სტაბილკოინის შესაქმნელად იგი თანამშრომლობდა Canada Stablecorp–სთან, ერთობლივი საწარმოს საინვესტიციო ფონდის მენეჯერ – 3iQ და Blockchain კომპანია Mavennet–თან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი