იაპონურმა კომპანია BitFlyer-მა, რომელიც კრიპტოვალუტების ბირჟას აწარმოებს, ევროკავშირში ანგარიშსწორების ლიცენზია მიიღო.
BitFlyer-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირეტორმა იუზო კანომ პრესრელიზში აღნიშნა: “მე ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ მსოფლიოში კრიპტოვალუტებით მოვაჭრე ლიდერი კომპანია. ლიცენზიის მოპოვება ჩვენს კლიენტებს, კომპანიასა და კრიპტოვალუტების ინდუსტრიას პოზიტიურ პერსპექტივებს უწინასწარმეტყველებს”.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია თავდაპირველად ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს მხოლოდ ბიტკოინისა და ევროს წყვილს სხვა ვირტუალური ვალუტები, როგორებიცაა: ლაიტკოინი, ეთერიუმი, ეთერიუმ კლასიკი და ბიტკოინ Cash-ი ამ წლის ბოლომდე BitFlyer-ის ევროპულ პლატფორმას დაემატება.
BitFlyer- მა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მხოლოდ 300 მილიონი დოლარა ივაჭრა და ახლა CoinMarketCap-ზე ვაჭრობის მოცულობით მე-14 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოები აქტიურად განიხილავენ კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხს. იაპონია ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელმაც ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ოფიციალურად აღიარა, როგორც ვალუტა. სახელმწიფოს ამ ნაბიჯმა კი, იაპონურ ბანკებს საშუალება მისცა განეხორციელებინათ BitFlyer-ში დიდი ოდენობის ინვესტიცია.