2019 წლის განმავლობაში 26 ივნისს ბიტკოინის ფასი 13.000 დოლარზე პირველად დაფიქსირდა

0
1729

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის აპრილის შემდეგ ბიტკოინის ფასი პირველად ასცდა 12.000 დოლარის დონეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი დაახლოებით 62%-ს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 108 მილიარდი დოლარიდან 209 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში დაახლოებით 21%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი არათუ ასცდა 12.000 დოლარის დონეს არამედ, ბიტკოინის კურსი ცდილობს, რომ 14.000 დოლარის დონეს მიუახლოვდეს.

26 ივნისს დღის ბოლოს, ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 13.810 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბიტკოინის ფასი 2019 წლის განმავლობაში 10.000 დოლარის ნიშნულზე პირველად დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 3.000-სა და 4.000 დოლარს შორის მოძრაობდა. შემდეგ, მაისის თვიდან ფასმა მომატება დაიწყო და ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი კვლავ 13.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი