შვეიცარია ქვეყანაში ბიტკოინის შესვლას მიესალმება

0
3591

შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის ტექნოლოგიიის შვეიცარიაში შესვლას მიესალმება. მინისტრი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიბი მათი სახელმწიფოს ნაწილი უნდა გახდეს.

შვეიცარია მხარს უჭერს ბიტკოინს და სურს, რომ ბიტკოინმა ტექნოლოგიების სფეროში სათანადო ადგილი დაიკავოს. დღეს, არის პერიოდი, როდესაც ქვეყნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ ციფრულ სამყაროში გადანაცვლებას. შვეიცარიამ კი, ამ ყველაფერს ფეხი უნდა აუწყოს. კრიპტოვალუტის შესვლა შვეიცარიაში უდიდესი მოვლენა არის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გარკვეული ხანი ელოდებოდნენ დროს, როდესაც ამ ტიპის ვალუტაში ინვესტიციებს განახორცილებდნენ.

იოჰან შნაიდერ-ამანმა ასევე, განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას, ჯერჯერობით, მკაფიო მიმართულება არ აქვს. გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია უფრო თვალნათელი გახდება. მინისტრის თქმით, როგორ სარგებელსაც მიიღებს ხალხი ამის შემდეგ გამოკვეთება სურთ თუ არა შვეიცარიის მოქალაქეებს ესა თუ ის, კრიპტოვალუტა.

შვეიცარისთან ერთად დიდი ბრიტანეთიც აპირებს Blockchan-ს მხარი დაუჭიროს. ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, დაგეგმილია მარტში სამიტის გამართვა. სამიტში სხვადასხვა ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას და წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს კრიპტოვალუტის რეგულაციებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, შვეიცარიის სახელმწიფო კრიპტოვალუტების ვაჭრობის თაობაზე რაიმე სახის წესებისა და აკრძალვების შემოღებას არ ემხრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი