სინგაპურში Sygnum-ი სერვისების განვითარებას აგრძელებს

0
802

შვეიცარიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბანკის Sygnum-ის შვილობილი კომპანია, Sygnum Singapore-ი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ახალი მარეგულირებელი თანხმობის მიღების შემდეგ სერვისებს განავითარებს.

კომპანიამ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Sygnum Singapore-მა სინგაპურის სავალუტო ორგანოსაგან (MAS) მიიღო თანხმობა, კლიენტებისათვის, დამატებთ სამი რეგულირებადი კრიპტოვალუტის შეთავაზებაზე.

შედეგად მათ მიენიჭათ კაპიტალის ბაზრის მომსახურების (CMS) ლიცენზია. CMS-ი ლიცენზია ყოველ ახალ შეთავაზებაზე გაიცემა.

ამ უკანასკნელი დამტკიცება Sygnum Singapore-ს ახალი ინსტრუმენტების ამოქმედების საშუალებას მისცემს, როგორიცაა კლიენტებისთვის კორპორატიული ფინანსური საკონსულტაციო სერვისების მიწოდება.

სამომავლო პროექტები მოიცავს კორპორატიული ფინანსური რჩევების მიწოდებას Web3 პლატფორმებისთვის და ასევე NFT-ზე მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ კომპნია Sygnum Singapore-მა ლიცენზია პირველად 2019 წელს მიიღო. პირველი ლიცენზია კომპანიას კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობის მართვის უფლებას აძლევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი