კრიპტობირჟა Huobi მონაცემთა ავთენტურობის სისტემას აუმჯობესებს

0
1118

Huobi გახდა ერთ-ერთი პირველი მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც Chainlink-ს მონაცემთა ავთენტურობის და მთლიანობის გაუმჯობესების მიზნით შეუერთდა.

Huobi ფასების მონაცემებს Chainlink–ის ეკოსისტემასთან გააზიარებს, რაც ბირჟას საშუალებას მისცემს მონაცემების მთლიანობა გააუმჯობესოს და მომხმარებელს ფასების უფრო ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს.

მიუხედავად იმისა, რომ Binance იყო პირველი ბირჟა, რომელმაც მიაწოდა მონაცემები Chainlink oracles-ს 2019 წლის ოქტომბერში, Huobi–მ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა სისტემაში საკუთარი Huobi Wallet–ის ინტეგრირებით.

სისტემაში ინტეგრირება ციფრული ვალუტის ბირჟას საშუალებას აძლევს “ხელი მოაწეროს” საკუთარი ფასის მონაცემებს, რაც მომხმარებლებისთვის დასტურია, რომ Huobi-ის ქსელიდან მომავალი ნებისმიერი მონაცემი ავთენტურია და მოდის პირველადი წყაროდან.

”სისტემა გვთავაზობს უნიკალური ღირებულების შეთავაზებას ფინანსური პროდუქციის მიწოდების შესახებ, რომელიც გამჭვირვალე და ღიაა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დავაჩქარეთ ჩვენი მონაწილეობა Chainlink-ის სისტემაში”,- მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა Huobi Wallet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უილ ჰუანგმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი