ირლანდიაში Mastercard-ი კომპანიისთვის Blockchain-ის სპეციალისტებს ეძებს

0
2587

ფინანსური მომსახურების პროვაიდერმა Mastercard-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაიქირავებს 175 ახალ თანამშრომლებს დუბლინში, რათა ირნადიაში კომპანიის საქმიანობა გააფართოვოს. მათ შორის კომპანია ეძებს Blockchain-ის სპეციალისტებსაც.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება Tech News იტყობინება.

იმისათვის, რომ გაიზარდოს ინოვაცია საგადასახადო დარგში, კომპანია ეძებს პროფესიონალთა ფართო სპექტრს, როგორიცაა პროგრამული ინჟინრები, მონაცემთა დამუშავების სპეციალსიტები, ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტები და Blockchain-ის სპეციალისტები.

ირლანდიის ბიზნესის, ინდუსტრიისა და ინოვაციების მინისტრმა, ჰეთერ ჰამფრიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მიმზიდველი გახდა საერთაშორისო fintech-ისა და საგადახდო კომპანიებისთვის. აღნიშნულის მიზეზად მინისტრი მთავრობის სწორ პოლიტიკას ასახელებს.

“მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ცოდნაზე დაფუძნებული სექტორების მოზიდვა ირლანდიაში. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვალიფიციური სამუშაო კადრების მომზადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ისეთი კომპანიების საჭიროებებს, როგორც მაგალითად არის Mastercard-ი”,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში, Mastercard-მა განაცხადა, რომ იგი მზადაა იდეის განხილვისთვის, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ კრიპტოვალუტას შეეხება.

2 წლის წინ კი, Mastercard- მა შეადგინა საკრედიტო ბარათის გადახდის სისტემის პატენტი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი