ავსტრალიის ბრაისბენის აეროპორტში კრიპტოვალუტის ტერმინალი იმუშავებს

0
2079

ავსტრალიის ქუინსლენდის შტატის ბრაისბენის აეროპორტი იქნება პირველი აეროპორტი, სადაც კლიენტებს კრიპტოვალუტით გადახდა შეეძლებათ. ამის შესახებ, ინფორმაციას ადგილბრივი მედია ავრცელებს.

აეროპორტი მუშაობს, როგორც ადგილობრივ ისე, საერთაშორისო კომპანიებთან. აეროპორტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აეროპორტში იქნება ციფრული ვალუტის ტერმინალი, სადაც ადამიანებს შეეეძლებათ მაღაზიებსა და რესტორნებში ბიტკოინით, ეთერიუმითა და დეშით გადახდა.

ციფრული ვალუტების მზარდი პოპულარობა კომპანიისთვის მესიჯი იყო, რათა ტერმინალის გამოყენებით კრიპტოვალუტის ინვესტორები მოეზიდა. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების გენერალური მენეჯერი როელ ჰელმონსი აცხადებს:

“მთელი მსოფლიოს გარშემო ბევრი ადამიანი დებს ინვესტიციას კრიპტოვალუტაში, ამ ადამიანთა უმეტესობა კი ხშირად მოგზაურობს. ამიტომ ამ ყველაფერმა გვაფიქრებინა, რომ ჩვენი მომხმარებლისათვის შეგვეთავაზებინა ციფრული ვალუტის ტერმინალი”.

აეროპორტი პარტნიორობას კომპანია TravelbyBit-თან, რომელიც უზრუნველყოფს კრიპტოვალუტით გადახდას.

სამხრეთ კორეასა და ჩინეთისგან განსხავავებით ავსტრალიის კონტინენტზე კრიპტოინვესტორებს თავისუფლად შეუძლიათ კაპიტალის დაბანდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი