Coinbase-მა ინდოეთში კრიპტო გადახდის სერვისები შეაჩერა

0
887

აშშ-ში დაფუძნებულმა მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-მა United Payments Interface (UPI) პროგრამა გაშვებიდან სამი დღის შემდეგ შეაჩერა. სერვისი ხელმისაწვდომი იყო ინდოეთსა და სამხრეთ აზრიის ქვეყნებში.

UPI არის გადახდის პორტალი, რომელსაც ინდოეთის ეროვნული გადახდის კორპორაცია (NPCI) მართავს. ის, თავის მხრივ, ემსახურება Coinbase-სა და მის ინდოეთში არსებულ სერვისებზე შეკვეთებს ამარტივებს.

NPCI არის ინდოეთის სარეზერვო ბანკის (RBI) სპეციალური განყოფილება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარება.

ბირჟამ ინდოელი მომხმარებლისათვის თავის ვებგვერდზე გახდების მეთოების ინფორმაცია უკვე განაახლა. ეს მომხმარებლისათვის ერთგვარი მოწოდებაა, რომ გაყიდვების შეკვეთების განსათავსებლად, აღნიშნული სწრაფი გადახდის სერვისი (IMP) სცადონ.

Coinbase-მა განაცხადა, რომ ინდოეთში სიტუაციის სწრაფად გამოსწორებისათვის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან აქტიურად ითანამშრომლებს.

NPCI-მ კი განაცხადა, რომ მიუხედავად Coinbase-ის სერვისების გამოშვებისა, ის არ ცნობს არცერთი კრიპტო ბირჟის იურიდიულ მდგომარეობას RBI-ს ერთიანი გადახდების ინტერფეისის (UPI) გამოყენებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი