ტანზანიის პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკს კრიპტოვალუტის შესწავლა დაავალა

0
988

ტანზანიის პრეზიდენტი ცენტრალურ ბანკს მოუწოდებს, რომ კრიპტოვალუტის მიღებისთვის მოემზადოს.

ტანზანია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების მიღებას აპირებს. ტანზანიის პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს მოუწოდა, რომ ციფრული ვალუტის შესწავლა დაიწყოს.

პრეზიდენტმა განცხადებაში გლობალურ ფინანსებზე კრიპტოვალუტის მზარდ გავლენას ხაზი გაუსვა. მან ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში კრიპტოვალუტის სექტორის განუვითარებლობაზე.

სამია სულუჰუ ჰასანის კომენტარი უამრავი დეპუტატისათვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან მათ აქვთ ეჭვი, რომ კრიპტოვალუტა გამოყენებული იქნება ისეთი კრიმინალური საქმიანობისათვის, როგორიცაა მაგალითად, ფულის გათეთრება.

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის მიმართ აფრიკის კონტინენტის ქვეყნები მეტ-ნაკლებად პოზიტიურ განწყობას გამოხატავენ.

ამასთანავე, Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩენგპენგ ზაო მიიჩნევს, რომ აფრიკის კონტინენტი ფლობს კრიპტოვალუტის მიღებისა და განვითარების რამდენიმე უნიკალურ შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან გადასახადების კომპანია Bundle–ი ციფრული ვალუტის მომსახურეობას სთავაზობს კლიენტებს. სერვისი ნიგერიაში მცხოვრები ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი