ვერმონტის შტატში უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვის მიზნით Blockchain-ს გამოიყენებენ

0
2389

პალო ალტოს ქსელი, რომელიც დაფუძნებულია Blockchain-ის სისტემაზე უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს. კომპანიამ საპილოტო პროგრამა სისტემაში გაუშვა, რომელიც ითვალისწინებს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას უძრავი ქონების დოკუმენტაციის ჩასაწერად.

პალო ალტოს Blockchain-ი უძრავი ქონების ტრანზაქციებს აღრიცხავს. კომპანიის მენეჯერმა ვაჭრობის მიმართულებით, მაიკლ შირლინგმა პრეს-რელიზში აღნიშნა, რომ ეს არის საპილოტე პროექტი, თუმცა იგეგმება პროექტის განვითარებაც: “ჩვენ გაგვიმართლა, რომ კანონი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას გვაძლევს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობა”.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, ვერმონტის შტატმა მიიღო ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული კანონი, სადაც ცალკე აღნიშნული იყო Blockchain-ის ტექნოლოგია. კანონი ითვალისწინებდა მთავრობის მიერ Blockchain-ის გამოყენებას ისეთ საკითხებში როგორიცაა, სამთავრობი სტრუქტურების მიერ არსებული ჩანაწერების გადამოწმება-კონტროლი და “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენება.

აშშ-ს უძრავი ქონების ინდუსტრია Blockchain-ის ტექნოლოგიას აქტიურად იყენებს. ამასთანავე, მაიამი და ნიუ-იორკი უკვე დიდი ხანია ბიტკოინის ტრანზაქციების გარიგებებმა მოიცვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი