კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1649

წინა კვირა კრიპტოვალუტებისთვის არასტაბილური გამოდგა. დაფიქსირდა ციფრული ვალუტების როგორც კურსის დაცემა ისე, ზრდა.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსი რამდენიმე დღეა შემცირდა. ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის ფასი 3.355-სა და 3.236 დოლარს შორის მერყეობდა. თუკი ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზი გამართლდება მაშინ ბიტკოინის კურსი 3.000-დან 2.600 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასების ზრდის ტენდენიცა დაფიქსირდა მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი 4.255 დოლარზეც კი გაიზარდოს. თუკი კრიპტოვალუტა ამ მაჩვენებელს მიაღწევს შემდეგი დონე 5.273 დოლარი იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინი პარასკევიდან მოყოლებული ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდა კურსის მატება სრულიად შესაძლებელია.

რიპლი

რიპლის კურსი უკვე დიდი ხანია 0.30 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუკი ალტკოინის კურსი 0.28 დოლარამდე შემცირება მაშინ მოსალოდნელია, რომ ფასი 0.25 დოლარამდე დაეცეს.

თუმცა, თუკი რიპლი 0.27 დოლარის ზღვარს დასძლევს ზრდის ტენდენცია გარდაუვალი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დასრულებას 0.33 დოლარზე ურჩევენ.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი 120 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. წარმატების შემთხევაში მოსალოდნელი დონე 134 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასმა კიდევ უფრო მოიმატა მაშინ შემდეგი სამიზნე ფასი 167 დოლარი გახდება.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი დაიკლებს მოსალოდნელი დონე 116 დოლარი იქნება. ამაზე ქვედა ზღვარი კი 100 დოლარზეა მოსალოდნელი.

ექსპერტები ვაჭრობის დაწყებას მხოლოდ ფასის ზრდის დროს რეკომენდირებენ.

ლაიტკოინი

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 40 დოლარი ლაიტკოინისთვის ზღვარია, რადგან ალტკოინს შემდეგი წინააღმდეგობა უკვე 47 დოლარზე შეხვდება.

იმ შემთვევაში, თუ კლების ტენდენცია დაფიქსირდა მოსალოდნელი დონეა ჯერ 33 შემდეგ კი, 27 დოლარი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის კურსი ნელ-ნელა წინ მიიწევს.

ექსპერტები პოზიციების შენარჩუნებას 27 დოლარზე რეკომენდირებენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი 130 დოლარის ფარგლებში განაგრძობს მოძრაობას. კურსის კლების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე ჯერ 121 შემდეგ კი 105 დოლარია.

თუმცა არსებობს ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზიც და ზრდის შანსებიც. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული ზრდას დაიწყებს მოსალოდნელი დონე 141 დოლარი იქნება.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას იქამდე არ ურჩევენ, სანამ ფასის მკვეთრი მატება არ დაფიქსირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი