ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა შექმნა პლატფორმა, რომელიც ფინანსურ მარეგულირებლებს მონაცემთა ბაზების გაზიარების საშუალებას მისცემს.
ამის შესახებ მედია საშუალება Finextra იუწყება.
მარეგულირებელმა პალტფორმა უნდა გამოიყენოს ბირჟებსა ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების ავტორიზაციის პროცესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების მიერ შემუშავებული პლატფორმა ბრაზილიის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიასა და ეროვნული საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობას დააკავშირებს.
ამ ეტაპისთვის, პლატფორმა ტესტირების პროცედურებს გადის. პლატფორმის ოფიციალურად დანერგვა 2018 წლის ბოლომდე იგეგმება.
ქვეყნის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე არისტიდეს კავალსენტემ განაცხადა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმის შემუშავების იდეის გაჩენა ამ საკითხის შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და უკვე მიღებულ ეფექტზე საუბრებს მოჰყვა.
“გარდა ამისა, როგორც Blockchain პლატფორმა აღწერს ყველა მონაცემზე მოთხოვნა კრიპტოგრაფიული ხელმოწერებით იქნება დადასტურებული. ეს არის ინფორმაციის ნამდვილობის გარანტი”,- აღნიშნა არისტიდეს კავალსენტემ.