ტაილანდი და უნგრეთი Blockchain ტექნოლოგიას ერთობლივად შეისწავლიან

0
933

ტაილანდისა და უნგრეთის ფინანსური ტექნოლოგიების ასოციაციებმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანმხების მემორანდუმს (MOU), რათა მხარი დაუჭირონ Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას შესაბამის ფინანსურ სექტორებში.

მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ტაილანდურმა ფინტექ ასოციაციამ (TFA) და უნგრეთის Blockchain კოალიციამ ამბობს, რომ ორი ასოციაცია გაიზიარებს გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკას და შეისწავლის სფეროებს, რომლებიც პოტენციურად მომგებიანია პირდაპირი თანამშრომლობისთვის.

TFA-ს პრეზიდენტმა ჩონლადეტ ხემარატანამ განაცხადა, რომ ელექტრონული კომერცია, მობილური გადახდები და ციფრული ვალუტები სწრაფად იზრდება ტაილანდში და რომ საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა ადგილობრივი ფინანსური ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს კრიპტო მფლობელთა 20% ტაილანდშია, ქვეყანა მერვე ადგილზეა 2022 წლის გლობალური კრიპტო ადაპტირების ინდექსში, რომელიც გამოქვეყნდა სექტემბერში ანალიტიკური ფირმა Chainalysis-ის მიერ და კრიპტო გადახდების კომპანია TripleA-ს შეფასებით, მოსახლეობის თითქმის 6.5% ფლობს კრიპტოვალუტას.

უნგრეთის Blockchain კოალიცია ერთობლივად შეიქმნა ქვეყნის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს, მონაცემთა და ეკონომიკის ეროვნული ცოდნის ცენტრის მიერ 2022 წლის მარტში, ხოლო Thai Fintech Association არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2016 წელს, რომლის მიზანია წარმოადგინოს ადგილობრივი ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი