21 დეკემბერს კრიპტოვალუტების ფასი ოდნავ შემცირდა

0
1636

პარასკევს 5 დღიანი ფასის ზრდის შემდეგ ბიტკოინის კურსი შემცირდა. კრიპტოვალუტა 4.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 3.971 დოლარის ფასის ნიშნული დაიკავა.

კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, რიპლის ფასიც შემცირებულია. ალტკოინის კურსი 3%-ით შემცირდა და ფასმა 0.36 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 3%-ზე მეტი დაკარგა. საბოლოოდ კი ეთერიუმის ღირებულებამ 110 დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ეთერიუმის ფასმა ბოლო 5 დღის განმავლობაში მოიმატა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინის დღევანდელი მაჩვენებელი არ არის საგანგაშო შედარებით 14 დეკემბრის კურსთან, როცა ეთერიუმის ფასი 82 დოლარზე დაეცა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 22%-ით არის გაუმჯობესებული, ხოლო თვის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასის დანაკარგი 26%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 130 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი