Binance-ის სამხრეთ კორეის ფილიალი უსაფრთხოების სტანდარტს აუმჯობესებს

0
1285

Binance-ის სამხრეთ კორეის ფილიალი Coinfirm–ის მიერ შემუშავებულ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო საშუალებას დანერგავს. უსაფრთხოების გაძლიერება მარეგულირებლის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებას უკავშირდება.

პროგრამის დანერგვით კრიპტოვალუტის ბირჟის შესაბამის ოპერატორებს ფულის გათეთრების ნიშნების აღმოჩენის შესახებ მყისიერად ექნებათ ინფორმაცია.

Coinfirm არის Blockchain პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტს სთავასობს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტის შემუშავებას. პლატფორმა მსოფლიო მასშტაბით ცენტრალურ ბანკებთან და მთავრობებთან თანამშრომლობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს კრიპტოვალუტის ბირჟამ კლიენტების შემოწმების მექანიზმის გამოყენება დაიწყო.

კრიპტობირჟის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მექანიზმი “იცნობდე შენს მომხმარებელს” კომპანიას საშუალებას აძლევდა თავიდან აერიდებინა ყალბი მომხმარებლის ანგარიშები.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყნების მარეგულირებლები მუშაობდნენ იმისთვის, რომ კრიპტოვალუტის ბირჟას სავალდებულო მოთხოვნად წაუყენონ მომხმარებლის შემოწმების მექანიზმი. შემოწმების ამ ხერხს კლიენტებთან ურთიერთობის დროს ბანკები იყენებენ. როგორც ჩანს, მათ სურთ, ციფრული ვალუტის შემთხვევაშიც იგივე მექანიზმის ამოქმედება”,- განაცხადა Binance-ის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ოფისის ხელმძღვანელმა, ნადიმ რაჯარიმ.

შეგახსენებთ, რომ Binance-მა სამხრეთ კორეაში ფილიალი 2019 წლის ივლისში გახსნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი