ბრაზილიის მარეგულირებელს რეგულაციის ახალი წესები შემოაქვს

0
1778

ბრაზილიის ფედერალური შემოსავლების დეპარტამენტი ცდილობს კრიპტოშემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიღებას. გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის ბირჟები ვალდებულნი არიან შემოსავლების დეპარტამენტს დეტალური ანგარიში გაუგზავნონ. ანგარიშებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციები უნდა იყოს ასახული.

გარდა ამისა, ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, რომ ტრანზაქციების შესახებ მოხსენება წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ უცოხოურ ბირჟაზე განხორციელებული ვაჭრობა 10.000 რეალს აღემატება.

ამასთანავე, საგადასახადო დეკლარაციის შეფერხების შემთხვევაში მოქალაქეებს 1.500 რეალის გადახდა მოუწევთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არასაკმარისად ან არასწორად იქნება მიწოდებული მაშინ შემოსავლების დეპარტამენტი იურიდიულ ან ფიზიკურ პირს დააჯარიმებს.

საგადასახადო მაკონტროლებელმა საჯარო კონსულტაცია უკვე დაიწყო. ბრაზილიის მოქალაქეებს შეუძლიათ ფედერალური შემოსავლების დეპარტამენტში 31 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ნებისმიერი შენიშვნის შესახებ განაცხადონ.

განმარტებითი ბარათის თანახმად, მარეგულირებელი აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიპტოინდუსტრიის მნიშვნელოვანი ზრდის გამო გახდა საჭირო ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

შემოსავლების დეპარტამენტის მონაცემებით, ხუთი მსხვილი ბრაზილიური კრიპტობირჟის ტრანზაქციების ყოველდღიური მოცულობა 8.3 მილიონ რეალს აღემატება. ეს კი, დაახლოებით 2.2 მილიონი დოლარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი