Robinhood-ის სავაჭრო პლატფორმაზე ეთერიუმ Classic-ი დაემატა

0
1442

ორშაბათს, 6 აგვისტოს Robinhood-ის სავაჭრო პლატფორმაზე მომხმარებელს შეეძლო შეეძინა: ბიტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ Cash-ი, ლაიტკოინი, და Dogecoin-ი.

Robinhood-ის პლატფორმა ამჟამად აშშ-ს 19 შტატში მოქმედებს. Robinhood-ი 2018 წლის თებერვალში გაიხსნა და თავდაპირველად მომხმარებელს მხოლოდ ბიტკოინსა და ეთერიუმს სთავაზობდა. 12 ივლისს, Robinhood-მა სავაჭრო პლატფორმა გააფართოვა და ბიტკოინ Cash-ი, ლაიტკოინი, ხოლო რამდენიმე დღის წინ კი Dogecoin-ი დაამატა.

უნდა აღინიშნოს, რომ Robinhood-ი თავდაპირველად აპირებდა, რომ ნულოვანი საფასური ყოფილიყო დაწესებული და მაქსიმალურად ორიენტირებული ყოფილიყო მომხმარებლის მოგებაზე, რაც შემდგომ უკვე საშუალებას მისცემდა ბიზნესის მეტად გაფართოების.

ფაქტობრივად ასეც მოხდა, მაისში, 5.6 მილიარდით გაიზარდა კომპანიის შემოსავალი.

რაც შეეხება ეთერიუმ Classic-ს: Robinhood-მა გადაწყვიტა, რომ სავაჭრო პლატფორმაზე ახალი კრიპტოვალუტა, ეთერიუმ Classic-ი დაემატებინა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში Coinmarketcap-ის სიის პირველ 20 კრიპტოვალუტას შორის კაპიტალიზაციის მიხედვით კრიპტოვალუტას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.

Coinmarketcap-ის სიის პირველ 20 კრიპტოვალუტას შორის ალტკოინი მე-12 ადგილზეა და მისი ღირებულება 18.34 აშშ დოლარას შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 5%-ით არის გაზრდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი